დიდი ბრიტანეთის დაზვერვის
ინფორმაციით, რუსეთის არმია კარგად მომზადებული კადრების ნაკლებობას
განიცდის, რის გამოც, ჯარში მნიშვნელოვანი დანაკარგებია.
ოკუპანტებს დაბალი კვალიფიკაციის
მთავარსარდლები ჰყავთ და ჯარში დისციპლინაც ცუდია.
დაზვერვის ინფორმაციით, მეთაურებს
ფრონტის წინა ხაზზე უშვებენ, რადგან არმიის ხელმძღვანელობა
დანაყოფების მოქმედებაზე პასუხისმგებლობას უშუალოდ მათ აკისრებს.
უმცროსი ოფიცრები კი იძულებულნი არიან ყველაზე დაბალი რანგის ტაქტიკურ
მანევრებს უხელმძღვანელონ.
"პროფესიონალი ოფიცრების
ახალგაზრდა თაობის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვა, სავარაუდოდ,
გააღრმავებს მეთაურობისა და მართვის მოდერნიზაციის ისედაც არსებულ
პრობლემებს. მეტიც, ტაქტიკური ჯგუფების ბატალიონები, რომლებიც
უკრაინაში გადარჩენილი ნაწილებისგან და სხვადასხვა დანაყოფისგან
იქმნება, უმცროსი მეთაურების ნაკლებობის გამო, სავარაუდოდ, კიდევ უფრო
ნაკლებად ეფექტიანები და ბრძოლისუნარიანები გახდებიან", -
წერს ბრიტანული დაზვერვა.
უწყების თქმით, რუსეთის ძალებში
ადგილი აქვს ლოკალურ აჯანყებებსაც.
"ამ ფონზე, ასეულებისა და
ოცეულების გამოცდილი, სანდო მეთაურების ნაკლებობა, დიდი ალბათობით,
კიდევ უფრო დააქვეითებს რუსეთის არმიის საბრძოლო განწყობას და
უარყოფითად იმოქმედებს მის ისედაც ცუდ დისციპლინაზე", - წერს
დაზვერვა.
უკრაინაში 96 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები