ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის სერჰი
გაიდაის განცხადებით, ქალაქ სევეროდონეცკის დაბომბვის შედეგად ორი
მოქალაქე დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
მისი თქმით, რუსული ჯარები თავს
დაესხნენ ქალაქს ყველანაირი იარაღით, საჰაერო მხარდაჭერით და მის
სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიებზე
შევიდნენ.
"მიმდინარეობს მძიმე
ბრძოლები. მტერი იყენებს ყველა შესაძლო იარაღს, თვითმფრინავებს.
თუმცა, ჩვენი სამხედროები მტკიცედ იცავენ თავს,"- აღნიშნა
გუბერნატორმა.
მისი თქმით, ღამით სევეროდონეცკში
სულ მცირე 12 სახლი დაინგრა, მეზობელ ლისიჩანსკში კი 18 სახლი
განადგურდა.
უკრაინაში 96 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები