აგრესორი ქვეყნის, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს არ ესმის, რომ
უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ, სწორედ ამან
შეუშალა მას ხელი, სწორედ შეეფასებინა უკრაინა თავდასხმამდე,
- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანული
ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
გარდა ამისა, ზელენსკის შეფასებით, პუტინმა გადაჭარბებულად შეაფასა
თავისი ჯარი.
„მეჩვენება, რომ პუტინს ბოლომდე არ ესმის, რომ ადამიანებს აქ არ სურთ
იყვნენ რუსული სამყაროს ნაწილი, რუსეთის ფედერაციის ნაწილი.
ადამიანებს უბრალოდ სურთ იცხოვრონ თავიანთ სახელმწიფოში. მან ასევე,
ალბათ, გადაჭარბებულად შეაფასა თავისი ჯარი, მე ასე მგონია“,-
განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ უკრაინას ის გამოცდილებაც ეხმარება,
რომელიც მან ომის დაწყებისას ჯერ კიდევ 2014 წელს შეიძინა.
უკრაინაში 95 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
interpressnews
მასალის გამოყენების პირობები