რუსეთის არმიამ მნიშვნელოვანი
ზარალი განიცადა და იძულებული გახდა უკან დაეხია სევეროდონეცკის,
ტოშკოვკასა და ოსკოლონოვკას ტერიტორიებზე", - აცხადებს უკრაინული
მედია.
მათი ცნობით, ამის შესახებ
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი
გაიდაიმ "ტელეგრამში" განაცხადა.
"თუმცა, ისინი არ წყვეტენ
მცდელობებს, ჩვენი ჯარების ზურგის მხარეს მიაღწიონ და ლუგანსკის ოლქის
ლოჯისტიკა მოშალონ. მტერმა სევეროდონეცკი რამდენჯერმე დაბომბა, ძალიან
ძლიერად, ზოგან ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. დაზიანდა 14
მაღალსართულიანი კორპუსი. ასევე, სერიოზულად დაიბომბა სოფელი
სინეცკი", - აღნიშნა გაიდაიმ.
მისი თქმით, ნგრევა დაფიქსირდა
ლუგანსკის ოლქის სხვა ქალაქებშიც: გორსკში, ზოლოტესა და ლისიჩანსკში
და ასევე სოფლებში : ვრუბოვკასა და ორეხოვოში.
უკრაინაში 94 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები