უკრაინული მედიის ინფორმაციით,
მარიუპოლის მერის მრჩევლის პეტრო ანდრიუშჩენკოს განცხადებით, ყოფილი
ქარხნის "ოქტიაბრის" ტერიტორიაზე 70-მდე უკრაინელის ცხედარი
აღმოაჩინეს.
გარდაცვლილები სამოქალაქო პირები არიან და ისინი რუსული დაბომბვების
მსხვერპლები გახდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, ტერიტორიაზე ახლა რუსი
ოკუპანტები იმყოფებიან, რომლებსაც გარდაცვლილების იდენტიფიცირება არ
მოუხდენიათ.
"პოლიეთილენის ტომრებში
ჩააწყვეს და სოფელ სტარი კრიმში მდებარე მასობრივ საფლავზე
დასაკრძალად წაიღეს", - წერს უკრაინული მედია.
უკრაინაში 93 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები