დიდი ბრიტანეთის დაზვერვის
ინფორმაციით, რუსეთის სახმელეთო ჯარები აგრძელებენ სევეროდონეცკისა და
ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობას.
მათი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა
პოპასნაიას ჩრდილო-დასავლეთით რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს.
რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს რამდენიმე
დაცულ სექტორზე, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთს დონბასზე სრული
კონტროლი არ აქვს.
„რუსული ძალების სამხრეთ
ჯგუფის ამოცანად, როგორც ჩანს, სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია
რჩება. ბოლო დღეებში, რუსეთმა, სავარაუდოდ, 50 წლის T-62 ტიპის
ტანკები რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში
გადაიტანა. T-62 ტანკები თითქმის დაუცველნი იქნებიან
ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიმართ და მათი ყოფნა ბრძოლის ველზე ხაზს
უსვამს რუსეთის თანამედროვე, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი აღჭურვილობის
დეფიციტს,“ - აღნიშნულია ანგარიშში.
უკრაინაში 93 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები