უკრაინაში ოკუპანტი ქვეყნის შეჭრის
შედეგად 240 ბავშვი დაიღუპა და 676-ზე მეტი დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინის გენერალური
პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, მონაცემები
არასრულია, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება
აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ
ტერიტორიებზე.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით,
საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევის რაიონში
ემსხვერპლა. მონაცემებში არ შედის მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული
ბავშვების სტატისტიკა, რადგან ქალაქი ოკუპირებულია რუსეთის
შეიარაღებული ძალების მიერ.
უკრაინის პროკურატურის ცნობით,
რუსეთის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1883
სასწავლო დაწესებულება. მათგან 178 მთლიანად განადგურდა.
უკრაინაში 92 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები