ახალი ამბები
ქუთაისში 26 მაისის აღნიშვნა დაიწყო
FaceBook
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ქალაქის ცენტრში დილიდან სამზადისია.

გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური მოედანი. მიმდინარეობს სცენისა და სხვადასხვა დეკორაციის მონტაჟი. ღონისძიებების გამო, შეცვლილია საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები.

26 მაისს ქუთაისში რამდენიმე საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები; ისტორიული გამოფენები; ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები; სპორტული აქტივობები; კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები; საზეიმოდ მოხდება 17 საათისა და 10 წუთის აღნიშვნა, როცა 104 წლის წინ საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა "საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

საღამოს დასკვნითი კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: ნუცა თოფურია, გუგა მარგველაშვილი, ანა ქურთუბაძე, ლუკა ჭოხონელიძე, ომა ფავორი, გიორგი ცხადაძე, მემე ჟორდანია, გიორგი ფუტკარაძე, თამთა ხუხუნაიშვილი, მარიტა როხვაძე, სალომე ბაკურაძე და ჯგუფი ნიუტონი.


ნახეთ, ღონისძიებების ჩამონათვალი:


12:00- 19:00 საბავშვო ატრაქციონები- ცენტრალური ბულვარი;

12:00- 19:00 ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური მოედანი;

12:00- 19:00 ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური მოედანი;

12:00- 18:00 სამხედრო ტექნიკის დათვალიერება - ცენტრალური მოედანი;

12:00- 19:00 ყვავილების გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური ბულვარი;

12:00- 19:00 პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მოდელირება-სწავლება -ცენტრალური მოედანი;

12:00- 18:00 ტურნირი მოყვარულთა შორის ჭადრაკში, ნარდში, შაშში - ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის ძეგლთან;

12:00- 19:00 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა - ცენტრალური ბულვარი;

12:00- 19:00 აღმოსავლური ორთაბრძოლების საჩვენებელი გამოსვლები - ცენტრალური ბულვარი;

12:00- 19:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა პლენერი - ცენტრალური ბულვარი, დები იშხნელების ძეგლთან;

12:15 - საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგება;

12:00 და 14 :00 სპექტაკლი "მუსიკის ჰანგები"- თოჯინების თეატრი;

13 :00 და 15:00 სპექტაკლი "პეპი გრძელი წინდა" - ნიღბების თეატრი, ხარაზოვის ბაღი;

12:00- 15:00 ქუთაისში არსებული სამუსიკო სტუდიების და ხანდაზმულთა ანსამბლ "ბერმუხა"-ს კონცერტი - ცენტრალური მოედანი ;

15:00- 15:45 მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სიმებიანი კვარტეტის კონცერტი - ცენტრალური მოედანი;

15:45 - 16:15 მ.ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ახალგაზრდული ორკესტრისა და ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებული სასულე ორკესტრის ერთობლივი კონცერტი - ცენტრალური მოედანი;

16 :15- 16: 45 სიმფონიური ორკესტრის კონცერტი - ცენტრალური მოედანი;

17:10 საქართველოს ჰიმნი - ცენტრალური მოედანი;

19:00 ფილმის ჩვენება - ბოტანიკური ბაღი;

20:00 – 22:30 გალა-კონცერტი - ცენტრალური მოედანი.

საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.