ქუთაისის მერია, 26 მაისს,
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე
ღონისძიებას გამართავს:
12:00- 19:00 საბავშვო
ატრაქციონები- ცენტრალური ბულვარი ;
12:00- 19:00 ადგილობრივი
მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური
მოედანი;
12:00- 19:00 ხელნაკეთი ნივთების
გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური მოედანი;
12:00- 18:00 სამხედრო ტექნიკის
დათვალიერება - ცენტრალური მოედანი;
12:00- 19:00 ყვავილების
გამოფენა-გაყიდვა - ცენტრალური ბულვარი;
12:00- 19:00 პირველადი სამედიცინო
დახმარების აღმოჩენის მოდელირება-სწავლება -ცენტრალური
მოედანი;
12:00- 18:00 ტურნირი მოყვარულთა
შორის ჭადრაკში, ნარდში, შაშში - ცენტრალური ბულვარი, 9 აპრილის
ძეგლთან;
12:00- 19:00 საქართველოს
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა - ცენტრალური
ბულვარი;
12:00- 19:00 აღმოსავლური
ორთაბრძოლების საჩვენებელი გამოსვლები - ცენტრალური
ბულვარი;
12:00- 19:00 სამხატვრო სკოლის
მოსწავლეთა პლენერი - ცენტრალური ბულვარი, დები იშხნელების
ძეგლთან;
12:15 - საქართველოს ეროვნული
გმირის, მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგება;
12:00 და 14 :00 სპექტაკლი "მუსიკის
ჰანგები"- თოჯინების თეატრი;
13 :00 და 15:00 სპექტაკლი "პეპი
გრძელი წინდა" - ნიღბების თეატრი, ხარაზოვის ბაღი;
12:00- 15:00 ქუთაისში არსებული
სამუსიკო სტუდიების და ხანდაზმულთა ანსამბლ "ბერმუხა"-ს კონცერტი -
ცენტრალური მოედანი ;
15:00- 15:45 მ.ბალანჩივაძის
სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული სიმებიანი
კვარტეტის კონცერტი - ცენტრალური მოედანი;
15:45 - 16:15 მ.ბალანჩივაძის
სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელთან არსებული ახალგაზრდული
ორკესტრისა და ა(ა)იპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო
დაწესებულებასთან არსებული სასულე ორკესტრის ერთობლივი კონცერტი -
ცენტრალური მოედანი;
16 :15- 16: 45 სიმფონიური
ორკესტრის კონცერტი - ცენტრალური მოედანი;
17:10 საქართველოს ჰიმნი -
ცენტრალური მოედანი;
19:00 ფილმის ჩვენება - ბოტანიკური
ბაღი;
20:00 – 22:30 გალა-კონცერტი -
ცენტრალური მოედანი.
საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ
ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით, საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 წლის
26 მაისს გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები