ევროპისა
და რეკონსტრუქციის ბანკმა ნარჩენების გადამზიდი მანქანების და ურნების
შესაძენად
15 მილიონი ევრო გამოყო.
იმერეთის რეგიონის მუნციპალიტეტებს საჩუქრად ნარჩენების გადამზიდ
მანქანას და სანაგვე ურნებს გადასცემენ. მუნიციპალიტეტებისთვის
მათი გადაცემა მიმდინარე წლის სექტემბერში იგეგმება. ამის
შესახებ დღეს, ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლებმა
იმერეთის სამხარეო გუბერნიაში შეხვედრაზე განმარტეს.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს ნარჩენების
გადამტანი ავტომანქანების გადაცემის შესახებ ინფორმაცია
შპს "გამა
კონსალტინგის" ხელმძღვანელობამ გააცნო.
"გამა კონსალტინგის" დირეტქორის მოადგილის, ზურაბ მგალობლიშვილის
განმარტებით, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა უნდა დაასაბუთონ თუ
რამდენი მანაქანა და სანაგვე ურნა სჭირდებათ. მაგალობიშვილმა ასევე,
აღნიშნა, რომ აუცილებლია მითითებული იყოს რა რაოდენობის ნარჩენი
გროვდება ყოველთვიურად თითოეულ მუნიციპალიტეტში.
ამ დროისთვის იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებს მოძველებული და
მწყობრიდან გამოსული ნარჩენების გადამტანი ავტომანქანები ჰყავთ.
"ქალაქს რომ დაეტყოს სისუფთავის ხელი და მოწესრიგდეს ეს პრობლემა,
ჩვენ მოთხოვნაში ჩავწერთ სამ მანქანას და 200 ცალ სანაგვე ურნას. ამ
დროისთვის გვყავს ორი მანქანა, ძალიან ნაკლებად არის ურნები
ჩვენს სოფლებში", - განმარტა ტყიბულის მუნიციპალიტეტის
წარმომადგენელმა.
"საქართველოს მთავრობის მოთხოვნით, ევროპისა და რეკონსტრუქციის ბანკმა
15 მილიონი ევრო გამოყო ნარჩენების გადამზიდი მანქანების და ურნების
შესაძენად. ეს არის პირველი ეტაპი და არ არის სრული მოცულობა.
თუმცა, ეტაპობრივად მოხდება მუნიციპალიტეტების დაკმაყოფილება", -
განმარტა შპს "გამა კონსალტინგის" დირეტქორის მოადგილემ, ზურაბ
მგალობლიშვილმა.
მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით, საპილოტედ, დაგეგმილია 227 ნაგვის
გადამზიდი მანქანის შესყიდვა.
მასალის გამოყენების პირობები