ქუთაისში მეორე დღეა 37 წლის კაცს
ეძებენ.
ოჯახის ინფორმაციით, დაკარგული
მამაკაცი ბოლოს ქუთაისში, პასელოკის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი
სუპერმარკეტის ვიდეოკამერაში ფიქსირდება. მათი ვარაუდით, იგი
აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა.
"23 მაისის დილის 06:00 საათზე სახლიდან
გავიდა დათო ნოზაძე. ბოლო კონტაქტი ფიქსირდება ქუთაისში (პასელოკში)
მდებარე "მაგნიტის" კამერებში და სავარაუდოდ, აღმოსავლეთ საქართველოს
მიმართულებით გააგრძელა მოძრაობა",- წერენ ახლობლები
სოციალურ ქსელში.
"დილით სამსახურში რომ არ მივიდა და ტელეფონიც გამორთო, ამის
შემდეგ დავიწყეთ ძებნა", - ამბობს ოჯახის ახლობელი. არსებული
ინფორმაციით, იგი სამხედრო პირია.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ფოტოზე მამაკაცის ამოცნობის
შემთხვევაში ოჯახს დაუკავშირდით ნომერზე: 598444650
მასალის გამოყენების პირობები