ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით,
ოკუპანტმა ქვეყანამ უკრაინაში ომის დაწყების პირველ სამ თვეში,
დაახლოებით იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც ავღანეთში, საბჭოთა
კავშირის 9-წლიანი ომის განმავლობაში.
დაზვერვა წარუმატებლობისა და დიდი
მსხვერპლის მიზეზად შეიარაღებული ძალების ცუდ ტაქტიკას,
მთავარსარდლების არასწორ მიდგომას, მოუქნელობას და შეზღუდულ საჰაერო
თავდაცვას ასახელებს.
"თავისი "სპეციალური
სამხედრო ოპერაციის" პირველივე სამ თვეში, რუსეთმა დაახლოებით
იმდენივე სამხედრო დაკარგა, რამდენიც ავღანეთში, საბჭოთა კავშირის
9-წლიანი ომის განმავლობაში. არასწორმა ტაქტიკამ რუსეთი მიიყვანა
ძალიან დიდ დანაკარგებამდე და ეს დანაკარგები იზრდება დონბასზე
შეტევების ფონზე", - წერს გაერთიანებული სამეფოს
დაზვერვა.
უკრაინის გენერალური შტაბის
მონაცემებით, უკრაინაში დაიღუპა 29 200 ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო.
NAთO-ს მიერ ჯერ კიდევ მარტის ბოლოს გამოქვეყნებული ინფორმაციით,
მოკლული, დაკარგული, ტყვედ ჩავარდნილი ან დაჭრილია რუსეთის 40 000
სამხედრო მოსამსახურე.
უკრაინაში 89 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები