გამოცემა Daily Mail-ის ცნობით,
ბელგიამ ,,მაიმუნის ყვავილის'' გავრცელების წინააღმდეგ ზომები
მიიღო.
დაავადებულებისთვის 21 დღიანი იზოლაციის წესი ამოქმედდა. ბელგია
ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც კარანტინი აამოქმედა.
გამოცემა Reuters-ის ცნობით,
ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
სააგენტოს ცნობით, დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში
გამოვლინდა, როგორც წესი, მჭიდრო კონტაქტით გადადის და აფრიკის
ფარგლებს გარეთ მისი გავრცელება ძალიან იშვიათია, ამიტომ ბოლო
პერიოდში შემთხვევების ასეთმა მატებამ მეცნიერების შეშფოთება
გამოიწვია. ამასთან, მეცნიერები არ ელოდებიან, რომ დაავადება
გადაიქცევა პანდემიად, როგორიცაა კოვიდ-19, იმის გათვალისწინებით, რომ
ვირუსი არ ვრცელდება ისე მარტივად, როგორც SARS-COV-2.
"მაიმუნის ყვავილი" უკვე
დადასტურებულია მსოფლიოს 12 ქვეყანაში.
მასალის გამოყენების პირობები