უკრაინელმა დეპუტატებმა ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის
გახანგრძლივების შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულებას მხარი დაუჭირეს,
- ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს.
დამტკიცებული დოკუმენტი მობილიზაციის ვადას, ასევე საომარ
მდგომარეობას, 2022 წლის 25 მაისიდან, 90 დღით აგრძელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საყოველთაო მობილიზაციის შესახებ დადგენილებას
ხელი პირველად 25 თებერვალს მოაწერა.
მისი მოქმედების ვადა 90 დღე იყო.
უკრაინაში 88 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები