"აღმოსავლეთ უკრაინაში
ვითარება კვლავ დაძაბულია. რუსეთმა მთელი ძალები ამ მიმართულებით
გადაისროლა" - წერს უკრაინული გამოცემა
"უნიანი".
ლუგანსკის რეგიონული სახელმწიფო
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ თქვა, რომ ლუგანსკის
რეგიონის მხოლოდ 10%- ია უკრაინის კონტროლის ქვეშ.
"ახლა ლუგანსკის რეგიონის
10%-მდე რჩება უკრაინის კონტროლის ქვეშ. შეუძლებელია ცალსახად იმის
თქმა, სად არის უფრო რთული, რადგან რეგიონის მთელი ტერიტორიის
დაბომბვა ხდება გამონაკლისის გარეშე", - თქვა
გაიდაიმ.
მისი თქმით, დამპყრობლები
ანადგურებენ სევეროდონეცკს, ისევე როგორც ადრე მარიუპოლს. რეგიონში
რთული მიმართულებებია ზოლოტე და პოპასნაია, რუს დამპყრობლებს
ლისიჩანსკ-ბახმუტის საავტომობილო გზის გაჭრაც სურთ.
"ბელოგოროვკას მხრიდან
რთული ვითარებაა, რადგან მათ უნდათ იქ გარღვევა და მარშრუტის
გაწყვეტა. მთელი ძალები სწორედ იმისთვის მიმართეს, რომ ტერიტორია ან
აიღონ, ან უბრალოდ გაანადგურონ", - თქვა
გაიდაიმ.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსი
ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის
ოპერატიულ ზონაში, რათა დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკისა და
ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიაზე და გაატარონ სახმელეთო დერეფანი
დროებით ოკუპირებულ ყირიმთან.
უკრაინაში 87 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები