გამოცემა Reuters-ის ცნობით,
ევროპაში „მაიმუნის ყვავილის“ 100-ზე მეტი შემთხვევაა
გამოვლენილი.
დაავადების სწრაფი გავრცელების გამო, საგანგებო შეხვედრა გამართა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, სადაც „მაიმუნის ყვავილის“
მასშტაბების ზრდის მიზეზებზე იმსჯელეს.
სააგენტოს ცნობით, დაავადება,
რომელიც პირველად მაიმუნებში გამოვლინდა, როგორც წესი, მჭიდრო
კონტაქტით გადადის და აფრიკის ფარგლებს გარეთ მისი გავრცელება ძალიან
იშვიათია, ამიტომ ბოლო პერიოდში შემთხვევების ასეთმა მატებამ
მეცნიერების შეშფოთება გამოიწვია. ამასთან, მეცნიერები არ ელოდებიან,
რომ დაავადება გადაიქცევა პანდემიად, როგორიცაა კოვიდ-19, იმის
გათვალისწინებით, რომ ვირუსი არ ვრცელდება ისე მარტივად, როგორც
SARS-COV-2.
ამ დროისთვის „მაიმუნის ყვავილის“
შემთხვევები დაფიქსირებულია: ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიაში,
იტალიაში, ნიდერლანდებში, პორტუგალიაში, ესპანეთში, შვედეთსა და
გაერთიანებულ სამეფოში, ასევე შეერთებულ შტატებში, კანადასა და
ავსტრალიაში.
მასალის გამოყენების პირობები