ეკონომიკის 16 სექტორიდან 12-ში
დასაქმებულები კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობენ.
სტატისტიკას საქართველოში
ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ საქსტატი
აქვეყნებს.
სფეროებს შორისაა საჯარო სამსახურიც, სადაც ზეგანაკვეთი კვირაში 5.7
საათს შეადგენს, სასტუმროებისა და რესტორნების დარგში, საშუალოდ 13
საათი, ხოლო სამშენებლო სექტორში კვირაში 8.9 საათი.
ყველაზე ნაკლებს განათლების
სექტორში მუშაობენ, სადაც საშუალო სამუშაო კვირა 29.2 საათია, რაც
დღეში 5.84 საათის ტოლია.
ზეგანაკვეთური სამუშაო სხვადასხვა
სექტორში:
ტრანსპორტი და დასაწყობება - 48.9
საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8.9 საათი
სასტუმროები და რესტორნები - 48.9
საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8.9 საათი
მშენებლობა - 48 საათი კვირაში,
ზეგანაკვეთი 8 საათი
საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 48
საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 8 საათი
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა
- 45.7 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 5.7 საათი
მრეწველობა - 44.2 საათი კვირაში,
ზეგანაკვეთი 4.2 საათი
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 43
საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 3 საათი
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების
საქმიანობები - 42.9 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.9
საათი
სხვა სახის მომსახურება - 42.7
საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.7 საათი
საფინანსო და სადაზღვევო
საქმიანობები - 42.6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 2.6
საათი
ადმინისტრაციული და დამხმარე
მომსახურების საქმიანობები - 41.6 საათი კვირაში, ზეგანაკვეთი 1.6
საათი
ზეგანაკვეთური მუშაობა, ძირითადად,
არ უწევთ შემდეგ სფეროებში:
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული
საქმიანობები - 39.2 საათი კვირაში
პროფესიული, სამეცნიერო და
ტექნიკური საქმიანობები - 38.9 საათი კვირაში
ხელოვნება, გართობა და დასვენება -
36.6 საათი კვირაში
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა
- 34.2 საათი კვირაში
განათლება - 29.2 საათი
კვირაში.
საქართველოში სულ 1.2 მილიონი
ადამიანია დასაქმებული, მათგან 818 ათასი დაქირავებულია, 382 ათასი კი
თვითდასაქმებული.
მასალის გამოყენების პირობები