ამერიკამ უკრაინისთვის 100 მილიონი
დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის გადაცემის შესახებ
გადაწყვეტილება დაამტკიცა.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით,
უკრაინას დამატებით არტილერიას, რადარებს და სხვა აღჭურვილობას
მიაწვდიან.
"ეს იარაღი და აღჭურვილობა
პირდაპირ წავა უკრაინის თავისუფლების ფრონტის ხაზზე. კიდევ ერთხელ
ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ,
როდესაც ისინი იცავენ თავიანთ ქვეყანას რუსეთის
აგრესიისგან",- განაცხადა ბაიდენმა.
ახალი თავდაცვითი პაკეტი მოიცავს 18
დამატებით 155 მმ ჰაუბიცს, 18 ტაქტიკურ მანქანას და სამ დამატებით
კონსტრსაარტილერიო რადარს. აშშ-მ უკრაინას უკვე გაუგზავნა
Switchblades, Phoenix Ghost, Stinger-ის საზენიტო რაკეტები,
Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, Mi-17 ვერტმფრენები,
Humvee-ის ტიპის შეჯავშნული მანქანები, მილიონობით ჭურვი და
ყუმბარა.
გუშინ, ამერიკის შეერთებული
შტატების სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს
მხარი დაუჭირა. კანონპროექტს 86 მომხრე და 11 მოწინააღმდეგე ჰყავდა.
ის ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხელმოსაწერად გადაეცემა.
მასალის გამოყენების პირობები