ოკუპანტი ქვეყნის უკრაინაში შეჭრას
231 ბავშვი ემსხვერპლა, 427-ზე მეტი კი დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინის გენერალური
პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, მონაცემები
არასრულია, რადგან ვერ ხერხდება დაბომბვის ადგილების შემოწმება
აქტიური საომარი მოქმედებების ზონებში და დროებით ოკუპირებულ
ტერიტორიებზე.
ამ დრომდე არსებული ინფორმაციით,
საომარ მოქმედებებს ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკსა და კიევის რაიონში
ემსხვერპლა.
პროკურატურის განცხადებით, 17
მაისს, დონეცკის ოლქში 9, 12 და 17 წლის ბავშვები მძიმედ დაშავდნენ
საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად. მათივე ცნობით, 18
მაისს მაშველებმა სახლის ნანგრევებში ქალისა და 2 წლის ბავშვის
ცხედრები იპოვეს.
დაბომბვების შედეგად დაზიანებულია
1 828 სასწავლო დაწესებულება, ხოლო 171 მათგანი მთლიანად
განადგურებულია.
უკრაინაში 85 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები