ამერიკის შეერთებული შტატების
სენატმა უკრაინაში აშშ-ს ახალ ელჩად ბრიჯიტ ბრინკი
დაამტკიცა.
ბრინკი რამდენიმე ქვეყნის საელჩოში
მუშაობდა, მათ შორის საქართველოში.
"ელჩის შერჩევა მშვიდობას,
უსაფრთხოებას და თავისუფლებისკენ წინსვლას შეუწყობს ხელს", -
აღნიშნა სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგარეო
სამსახურის ვეტერანი ოფიცერი გასულ თვეს წარადგინა. იგი სენატმა
ერთხმად, ფორმალური კენჭისყრის გარეშე, დაამტკიცა.
აშშ-სს მსგავსად, კიევში
დიპლომატიური საქმიანობა აღადგინა ნიდერლანდებმა, საფრანგეთმა,
ესპანეთმა, საბერძნეთმა, ჩეხეთმა და ავსტრიამ.
მასალის გამოყენების პირობები