,,საქართველოს აერთიანებ შენ"- ამ
სახელწოდების და შინაარსის კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის საელჩომ
ქუთაისში გამოფენა- ინსპირაცია მოაწყო.
"ერთიანობაა, რისიც მტერს ეშინია",
"დაყოფაა, რაც მტერს უნდა" - ასეთი და მსგავსი შინაარსის სლოგანების
ამოკითხვა შეიძლება თეთრ ხიდზე გამოფენილ ბანერებზე, რომლებზეც
გამოსახულია ნახატები ერთიანობის თემაზე. ისინი ერთიანობის
მნიშვნელობას ახსენებენ დამთვალიერებელს.
,,ყველა სფერო, ადგილი, ადამიანი, პერსპექტივაში, ჯამში ქმნის
საქართველოს. ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია. მრავალფეროვანი მიდგომა
გვაძლიერებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად. საქართველოს აერთიანებ
შენ"- წერენ პროექტის ავტორები.
მსგავსი გამოფენები ქვეყნის 8 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ზუგდიდში,
ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში, გორსა და თელავში ეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები