უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ
ზელენსკიმ რადას საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ
მიმართა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტის ბრძანებულების
დამტკიცების შესახებ შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში დღეს
დარეგისტრირდა.
უკრაინაში საომარი მდგომარეობა 24
თებერვალს გამოცხადდა. ვოლოდიმირ ზელენსკის ამის შემდეგ ვადის
გახანგრძლივება ორჯერ მოუწია.
უკრაინაში 84 დღეა ომია. რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს
დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე,
მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები