ავსტრალიის მთავრობამ რუს
პროპაგანდისტებს ახალი სანქციები დაუწესა.
"ჩვენ შევიყვანეთ
სანქციების სიაში 11 ფიზიკური პირი და 12 ორგანიზაცია რუსული
პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ხელშეწყობისთვის, 2022 წლის მარტში 32
პროპაგანდისტის წინააღმდეგ მიღებული ზომების საფუძველზე. მათ შორის
არიან რუსული მედიაინდუსტრიის წარმომადგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ
რუსეთის მთავრობის ცრუ ნარატივებს. ავსტრალია ასევე აწესებს ფინანსურ
სანქციებს იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც აწარმოებენ და
ავრცელებენ დეზინფორმაციას ინტერნეტში,"- აცხადებენ
ავსტრალიის საგარეო უწყებაში.
მათივე ინფორმაციით, სანქცირებულ
ორგანიზაციებსა და პირებს შორის არის კერძო სამხედრო კომპანია
"ვაგნერი", რომელიც აღწერილია, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის
დეფაქტო კერძო არმია. სანქციები ასევე დაუწესდა ორ ბელორუსულ
კომპანიას, რომლებიც აწარმოებენ სამხედრო აღჭურვილობას.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის
საპასუხოდ, ავსტრალიამ სანქციები დაუწესა 827 ფიზიკურ პირს და 62
ორგანიზაციას.
მასალის გამოყენების პირობები