რუსეთ-უკრაინის ომი კატასტროფულ
შედეგებს იწვევს ბავშვებში, როგორც უკრაინაში, ასევე უკრაინის
გარეთ.
ამ ინფორმაციას UNICEF
ავრცელებს.
UNICEF-ის ცნობით, უკრაინელი
ბავშვების ჰუმანიტარული საჭიროებები საათობრივად იზრდება, რადგან
ბრძოლა გრძელდება, ბავშვები კვლავ იღუპებიან და განიცდიან
ძალადობას.
ბოლო რვა წლის კონფლიქტმა უკრაინაში
უკვე მიაყენა დიდი ზიანი ბავშვებს. ახლა უკრაინელი ბავშვებისთვის
საფრთხე მხოლოდ გაიზარდა.
9 მაისისთვის თითქმის 6 მილიონი
ლტოლვილი გაიქცა უკრაინიდან, მათგან, დაახლოებით, ნახევარი ბავშვია.
ასეთ ფართომასშტაბიან გადაადგილებებს შეიძლება ჰქონდეს ხანგრძლივი
შედეგები მომავალი თაობებისთვის.
UNICEF -ის ცნობით, ომმა უკრაინაში
შეიძლება გამოიწვიოს არასრულფასოვანი კვების "კატასტროფული დონეები"
ბავშვებში მთელს მსოფლიოში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი
შემოჭრის გამო სურსათზე ფასების ზრდამ, სხვა ფაქტორებთან ერთად,
შესაძლოა 600 000-მდე ბავშვი დატოვოს შიმშილით დაღუპვის
წინაშე.
უკრაინაში 83 დღეა ომია. რუსულ
აგრესიას უკრაინაში ასობით ბავშვის სიცოცხლე შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები