ახალი ამბები
მთავრობამ, წყალტუბოს სანატორიუმის ყოფილი შენობა "მედეას" აუქციონი შეწყვიტა
FaceBook
წყალტუბოში, ყოფილ სანატორიუმ "მედეას" გასასხვისებლად გამოცხადებული აუქციონი შეწყდა.

აუქციონის ვებგვერდზე მითითებულია, რომ ობიექტის გასხვისება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მოხდა.

"წყალტუბოში, სანატორიუმ „მედეას“ პრივატიზების მიზნით გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ აუქციონის პირობების დაზუსტების, კერძოდ,  საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ვალდებულების განსაზღვრის მიზნით, სააგენტომ გამოიყენა კანონმდებლობით მინიჭებული დისკრეციული უფლება და 7 აპრილს შეწყვიტა ელექტრონული აუქციონი. კურორტ წყალტუბოში მდებარე სხვა სანატორიუმებთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა. დეტალური ინფორმაცია საპრივატიზებო პირობების თაობაზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება აუქციონების ინიცირების დროს", - განგვიმარტეს  ქონების ეროვნულ სააგენტოში. 

მთავრობამ "მედეას" აუქციონი მიმდინარე წლის  აპრილში გამოაცხადა, რომლის საწყისი ფასი 5 820 000 ლარი იყო.

აუქციონზე მითითებული პირობების მიხედვით, ობიექტის შემსყიდველს შენობაში არანაკლებ 120 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყო და ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში, არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

წყალტუბოს აღორძინების გეგმა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელს დააანონსა, თუმცა, 22 მიტოვებული სასტუმრო და 9 აბანო ისევ მეპატრონის მოლოდინშია.






Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.