უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
"აზოვსტალის" ქარხნიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაციას
ადასტურებს.
უკრაინული მედიის ცნობით,
ჯარისკაცები რუს ტყვე სამხედროებში გაცვალეს. მათივე ცნობით,
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ 53 მძიმედ
დაშავებული მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკშია გადაყვანილი, 211 ადამიანის
ევაკუაცია კი იელენოვკაში ჰუმანიტარული დერეფნის გამოყენებით
განხორციელდა.
უკრაინაში 83 დღეა ომია. რუსეთი
სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა
ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები