"მედია ყოველთვის მოიგებს",
"სოლიდარობა", "თავისუფლება" - ამ სლოგანებით ქუთაისში, ტელეკომპანია
"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას სოლიდარობა
გამოუცხადეს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე
ჟურნალისტები, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების სხვა
წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
"ჩვენ მოვედით აქ იმისთვის,
რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ ნიკა გვარამიას, რომლის მიმართ არასწორი
გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და
არა სამართლებრივი. ჩვენ ნელ-ნელა ვემსგავსებით პუტინის რუსეთს, სადაც
კრძალავენ სიტყვის თავისუფლებას, აპატიმრებენ კრიტიკული მედიის
წარმომადგენლებს, მაგრამ მედიას ვერ გააჩუმებენ. ჩვენ, მედიის
წარმომადგენლები, ყოველთვის დავდგებით თავისუფალი სიტყვის
სადარაჯოზე", - თქვა აქციაზე რადიო "ძველი ქალაქის "
ხელმძღვანელმა ქეთი ბერძენიშვილმა.
ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზში
დააკავეს. მას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის
6 სექტემბერს, "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე
"რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ
მედია პლიუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
მასალის გამოყენების პირობები