ქუთაისში, ტელეკომპანია "მთავარი
არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხარდასაჭერი აქცია
დაიგეგმა.
14:00 საათზე, ქალაქის ცენტრში,
ქუთაისში მომუშავე ჟურნალისტები შეიკრიბებიან და მის დაკავებას
გააპროტესტებენ.
დღეს, ნიკა გვარამია სასამართლო
დარბაზში დააკავეს. მას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 3 წლითა და 6 თვით
თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის
6 სექტემბერს, "რუსთავი 2"-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე
"რუსთავი 2"-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და "ინტერ
მედია პლიუსის" დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.
მასალის გამოყენების პირობები