ოკუპანტი ქვეყნის სამხედროები
"აზოვსტალის" ქარხნის წინააღმდეგ აკრძალულ ფოსფორის ბომბებს
იყენებენ.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა
,,უნიანი'' წერს. გამოცემის ცნობით, ოკუპანტი ქვეყნის ჯარისკაცებმა
აზოვსტალის ჯარისკაცების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს აკრძალული
ნივთიერება.
"მარიუპოლი. აზოვსტალი.
ისევ – ციდან, ზღვიდან, მიწიდან. გუშინ ოკუპანტებმა პირველად
გამოიყენეს აალებადი ან ფოსფორის ბომბები მარიუპოლის მცველების
წინააღმდეგ", - წერს უკრაინული გამოცემა.
"ჯოჯოხეთი ჩამოვიდა
დედამიწაზე. აზოვსტალში. წარმოუდგენელია, როგორ უძლებენ ჩვენი
დამცველები", - ამბობს მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრე
ანდრიუშჩენკოვი.
აზოვსტალში 1000-ზე მეტი უკრაინელი
მებრძოლი იმყოფება.
უკრაინაში 82 დღეა ომია. რუსი
ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები