რუსეთმა უკრაინაში სახმელეთო
ძალების, დაახლოებით, მესამედი დაკარგა.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა
აქვეყნებს.
მათი ცნობით, რუსეთის იერიში
უკრაინაზე საგრძნობლად ჩამორჩება გრაფიკს. ოკუპანტი ქვეყნის
სამხედროებმა თვეების განმავლობაში არსებით წინსვლას ვერ მიაღწიეს,
ჯარი კი მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდის. ახლა ოკუპანტების მიზანი
ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში
მოქცევაა.
,,რუსეთის სამხედრო ძალებმა
ხარკოვის გარშემო პოზიციების მიტოვება დაიწყეს. ბოლო 24 საათის
განმავლობაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
უკრაინის ქვედანაყოფები ბელგოროდსა და იზიუმის ირგვლივ ოკუპანტების
შეზღუდვასა და საკომუნიკაციო ხაზების ჩაჭრას ცდილობენ'', -
აღნიშნულია დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინაში 82 დღეა ომია. რუსი
ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები