უკრაინა, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, არ არის დაინტერესებული
რუსეთთან გაჭიანურებული ომით,
- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა
მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
“ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ამ თვეში, მაგრამ წელს შეგვიძლია.
გამარჯვების რეცეპტი მარტივია: ნავთობის ნამდვილი ემბარგო + ტანკები,
თვითმფრინავები და არტილერია. ერთად დავასრულოთ“, - აღნიშნა
პოდოლიაკმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
უკრაინაში 81 დღეა ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24 თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ
მოკლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და
დასახლებული პუნქტები.
ipn.ge
მასალის გამოყენების პირობები