ახალი ამბები
ქუთაისში თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება (პროგრამა)
FaceBook
12-15 მაისს, ქუთაისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს "ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022" უმასპინძლებს.


ფესტივალი თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენების, კონფერენციების, დისკუსიების და შეხვედრების გამართვას გულისხმობს. პროგრამა თერთმეტამდე ღონისძიებას მოიცავს. ისინი ქუთაისში, ბაღდათსა და გელათში გაიმართება.

ფესტივალის პროგრამა: 12 მაისი 18:00 საათი - დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში "ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022" -ის გახსნა. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა; გალერეის ფასადზე თემატური ფოტო- გამოფენის "Urban Landscapes" პრეზენტაცია.

20:00 საათი - დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის შიდა ეზო, მოწვეული მხატვრების ვიდეო პროექციები.

13 მაისი 12:00 საათი - ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, კონფერენცია; სალონიკის მუზეუმის და პარიზიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ, მუზეუმისა და რესტავრაციის უახლეს მეთოდოლოგიაზე სემინარის და დისკუსიის გამართვა;

15:00 საათი - ქუთაისის ფოტო- მუზეუმის საარქივო მასალის გამოფენა (სალონიკის და ქუთაისის ფოტო- მუზეუმებს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაფორმება); ქუთაისის მხატვართა კავშირის საგაზაფხულო გამოფენა;

19:00 საათი - დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის შიდა ეზო, ვიდეო პროექცია; 14 მაისი 12:00 საათი - ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, მხატვრების პრეზენტაცია;

15:00 საათი - მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი, ბაღდათი, სტუმრების საქმიანი ვიზიტი;

19:00 საათი - დავით კაკაბაძის სახელობის ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეის ფასადზე Street Art, Rock & Wall პროექტის პრეზენტაცია. პიერ ტერასონი (ფოტოგრაფია), კახა ერისთავი (ფერწერა), ინსტალაცია , ფოტო- კოლაჟი, ჯგუფ "ფრანის" მუსიკის თანხლებით.

15 მაისი 12:00 საათი - გელათის სამონასტრო კომპლექსში მოწვეული რესტავრატორების და საერთაშორისო მუზეუმების წარმომადგენლების პროფესიული ვიზიტი; "ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2022" - ის დახურვა.

ფესტივალი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.