აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ
უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი
დაუჭირა.
ამის შესახებ თეთრი სახლის
სპიკერმა, ჯენ ფსაკამ განაცხადა. ფსაკის თქმით, მოუთმენლად ელიან
სენატთან მუშაობის გაგრძელებას, რათა კანონპროექტი სწრაფად მოხვდეს
პრეზიდენტთან.
"ამ კანონპროექტში შეტანილი
დამატებითი რესურსები, საშუალებას მოგვცემს უკრაინას გავუგზავნოთ მეტი
იარაღი, როგორიცაა საარტილერიო, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა. ეს
დაგვეხმარება შეავსოთ ჩვენი მარაგი და მხარი დავუჭიროთ აშშ-ს ჯარებს
ნატოს ტერიტორიაზე", - განაცხადა სპიკერმა.
კანონპროექტს მხარი 368
წარმომადგენელმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 57. კანონპროექტი სენატს
გადაეცემა, საბოლოოდ კი, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს
მოაწერს.
მასალის გამოყენების პირობები