ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით,
კუნძულ ზმეინზე ბრძოლები კვლავ მიმდინარეობს.
დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი
ცდილობს გარნიზონის გაძლიერებას. მათივე ცნობით, უკრაინამ
ბაირახტარების გამოყენებით, წარმატებული იერიში მიიტანა რუსულ საჰაერო
თავდაცვაზე.
"თუ რუსეთი კუნძულ ზმენიზე
თავისი პოზიციების კონსოლიდირებას მოახდენს, სტრატეგიული საჰაერო
თავდაცვითა და სანაპირო დაცვის საფრენი რაკეტებით, შესაძლოა მოახერხოს
ჩრდილო-დასავლეთით შავ ზღვაზე დომინირება," - აღნიშნულია
დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად
აქვეყნებს.
უკრაინაში 77 დღეა ომია. რუსი
ოკუპანტები უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები