ქუთაისში, რამაზ შენგელიას
სახელობის საფეხბურთო მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
რეკონსტრუქციისთვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის მუნიციპალური
განვითარების ფონდი სახელმწიფო შესყიდვას (NAT220009025)
აცხადებს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,
პრეისკურანტის ღირებულება 1 859 746 ლარს შეადგენს, ხოლო შესყიდვის
ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება 11 000 000 ლარია.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
ვებ-გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში
გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს, როგორც
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე, ამ დოკუმენტაციის
მიხედვით, სარეაბილიტაციო სამუშაოებიც უნდა
განახორციელოს.
სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადების
მიღება 15 მაისს იწყება და სამ დღეში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები