დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა
ცენტრმა კორონავირუსის შემთხვევების განახლებული სტატისტიკა
გამოაქვეყნა.
მონაცემების მიხედვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში
კოვიდინფიცირების 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გამოჯანმრთელდა 984 ადამიანი, 8
პაციენტი კი გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ის
0.66%-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის პირველი
შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები