უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი
ოკუპანტები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს უკრაინის აღმოსავლეთით,
რათა დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკისა და ლუჰანსკის
რეგიონების ტერიტორიაზე.
ამასთან ერთად ცდილობენ შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი ამ
ტერიტორიებსა და ოკუპირებულ ყირიმს შორის.
უკრაინის გენშტაბის ცნობით უკრაინის სამხედრო ძალები იგერიებენ
მოწინააღმდეგის შეტევებს. წინა დღის განმავლობაში დონეცკისა და
ლუჰანსკის რაიონებში უკრაინის დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს მტრის
თხუთმეტი შეტევა, გაანადგურეს ერთი საზენიტო სარაკეტო სისტემა, 9
ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა, 25 ერთეული ჯავშანტექნიკა, 3 ერთეული
სპეციალური საინჟინრო ტექნიკა და 3 მანქანა.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 მაისის
ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი ასეთია:
პერსონალი - დაახლოებით ლიკვიდირებულია 26000 (+350) პირი,
ტანკები 1170 (+25),
საბრძოლო ჯავშანმანქანები / APV ‒ 2808 (+44),
საარტილერიო სისტემები - 519 (+6),
ჰაერსაწინააღმდეგო საბრძოლო სისტემები - 87 (+0),
თვითმფრინავი - 199 (+0) ,
ვერტმფრენები - 158 (+0),
ფრთოსანი და საკრუიზო რაკეტები - 94 (+0),
გემები - 12 (+0),
მანქანების აღჭურვილობა და საწვავის ავზები - 1980 (+10),
სპეციალური აღჭურვილობა - 41 (+0).
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით ე.წ.სპეციალური სამხედრო
ოპერაციის დაწყებიდან დღემდე მათ ჩამოადგეს უკრაინის სამხედრო ძალების
141 თვითმფრინავი, 110 ვერტმფრენი, 583 უპილოტო საჰაერო მანქანა,
გაანადგურეს 269 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, 2 576 ტანკი და
სხვა ჯავშანმფრენი, 287 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები, ასევე 2
392 ერთეული სპეციალური სამხედრო მანქანა.
უკრაინაში 76 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე 24
თებერვალს შეიჭრნენ. დაანგრიეს ასობით დასახლებული პუნქტი და მოკლეს
ათასობით ადამიანი. თუმცა რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას
ვერ მიაღწია. უკრაინამ დაიბრუნა ათასამდე ოკუპირებული პუნქტი.
მასალის გამოყენების პირობები