უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური დღეში 327
ასაფეთქებელ ნივთიერებას ანეიტრალებს.
ინფორმაციას უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.
უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შემდეგ
საგანგებო სამსახურს ტერიტორიების განაღმვა უწევს.
9 მაისის მონაცემით დაფარულია 15 ჰექტარი ფართობი.
ომის დაწყებიდან უკრაინაში სულ 98 864 ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა
გაუვნებელყოფილი.
უკრაინაში 76 დღეა ომია. რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე 24
თებერვალს შეიჭრნენ. დაანგრიეს ასობით დასახლებული პუნქტი და მოკლეს
ათასობით ადამიანი. თუმცა რუსეთმა უკრაინაში მნიშვნელოვან წარმატებას
ვერ მიაღწია. უკრაინამ დაიბრუნა ათასამდე ოკუპირებული პუნქტი.
მასალის გამოყენების პირობები