ქუთაისში, მეორე მსოფლიო ომში
მონაწილე 4 ვეტერანია დარჩენილი, რომლებსაც დღეს კუთვნილი 1000 -1000
ლარი გადასცეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებმა, მათთან ერთად პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის
მონაწილეებს და დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ომში დაღუპულებს პარაკლისი
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოანემ
გადაუხდა.
"ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე
წლისთავს ვულოცავ ომის ვეტერანებს და განსაკუთრებით 4 ქუთაისელ
ვეტერანს. მხოლოდ ეს 4 ადამიანი გვყავს დღეს ქალაქში, რომლებმაც
იბრძოლეს მეორე მსოფლიო ომში და საკუთარი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის
დამარცხებაში. დღესაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება ომს.
მშვიდობა მინდა ვუსურვო მთელ მსოფლიოს", - თქვა ქალაქის
მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
მეორე მსოფლიო ომი ევროპაში
გერმანიამ 1939 წლის პირველ სექტემბერს, 4 საათსა და 45 წუთზე
პოლონეთზე თავდასხმით დაიწყო.
მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა
როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ამ ომმა
იმსხვერპლა 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე, მათ შორის 20
მილიონამდე მშვიდობიანი მოსახლის. ომს 300 ათასი ქართველის სიცოცხლე
შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები