"წელიწადნახევრის მანძილზე სამოქალაქი სამართლის საქმეების
განუხილველობა წინააღმდეგობაში მოდის სამოქალაქო საპროცესო
კოდექსთან"
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო საქმეების მოსამართლეების
სიმცირეს აკრიტიკებენ.
როგორც პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის
წარმომადგენლები ირწმუნებიან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში,
სამოქალაქო სამართლის მოსამართლეების სიმცირის გამო, 600-მდე
სამოქალაქო საქმე წელიწადნახევარია განხილვის მიღმა რჩება.
"სამოქალაქო სამართლის ერთი მოსამართლე მუშაობს ქუთაისის საქალაქო
სასამართლოში წელიწადნახევრის მანძილზე და ამის გამო ვერ ხდება
საქმეების დროული განხილვა და განაჩენის გამოტანა. ეს იწვევს პროტესტს
ადვოკატებსა და კლიენტებში, რომლებიც დროულად ელიან თავიანთი
საქმეების გამოძიებას," - ამბობს პარტია "თავისუფალი საქართველოს"
იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია.
წულაია ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო სამართლის
მოსამართლეების სიმცირეში საქართველოს უსტიციის სამინისტროს საბჭოს
ადანაშაულებს.
"რატომღაც, იუსტიციის სამინისტროს საბჭო ვერ ახერხებს მოსამართლეების
დროულად დანიშვნას, რადგან საბჭოში წარმოდგენილი "ნაციონალები" და
"ოცნების" წევრები ვერ ახერხებენ შეთანხმებას, რომ დროული
გადაწყვეტილება მიიღონ. სწორედ, აქ ჩანს იუსტიციის საბჭოს სახე,
ამიტომ ვამბობ, რომ იუსტიციის საბჭოში უზნეოების დოღია," - ამბობს
წულაია.
ადვოკატების თქმით, მოსამართლეების მხრიდან წელიწადნახევრის მანძილზე
სამოქალაქო საქმეების განხილვის გარეშე დატოვება კანონსაწინააღმდეგო
ქმედებაა.
"მოქალაქეებს განცხადებებზე 10 დღის ვადაში უნდა გაეცეს პასუხი, ხოლო
საქმეები უნდა განიხილებოდეს ორი თვის ვადაში. თუ საქმე რთულია, მისი
განხილვის ვადა მაქსიმუმ 6 თვეა. წელიწადნახევრის მანძილზე სამოქალაქო
სამართლის საქმეების განუხილველობა პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში
სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან," - ამბობს ადვოკატი, არჩილ
არაბიძე.
არჩილ არაბიძეს ამ დრომდე განუხილველი სამოქალაქო სამართლის საქმის
მაგალითად 2014 წელს მის მიერ შეტანილი საქმე მოაქვს.
"წელიწადნახევარია ჩემს მიერ შეტანილი საქმე განუხილველია და ამ
დრომდე მხოლოდ თაროზეა," - ამბობს არჩილ არაბიძე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოშო ამ დროისთვის ორი სამოქალაქო
სამართლის მოსამართლე: ციცინო კიკვაძე და ციცინო მოსიძე მუშაობენ.
სამოქალაქო სამართლის მოსამართლეს, ციცინო მოსიძეს მუშაობის
უფლებამოსილება რამდენიმე კვირის წინ აღუდგა.
იქამდე, სამოქალაქო სამართლის მოსამართლეს ციცინო მოსიძეს, მოსამართლე
მალხაზ ჩუბინიძესთან ერთად ათწლიანი ვადის გასვლის გამო,
უფლებამოსილება შეწყვეტილი ჰქონდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო სამართლის მოსამართლეების
დანიშვნის მოთხოვნით პარტია "თავისუფალი საქართველო" იმერეთის
ორგანიზაცია უსტიციის საბჭოს წევრებს მიმართავს.
"დროულად დანიშნონ სამოქალაქო სამართლის მოქალაქეების საჭირო
რაოდენობა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომ დროულად მოხდეს
საქმეების განხილვა," - აცხადებენ "თავისუფალი საქართველოს"
წევრები.
იუსტიციის სამინისტროს საბჭო, მოსამართლეებს ამ დრომდე ათწლიანი ვადით
ნიშნავდა, თუმცა ახალი კანონრეგულაციების თანახმად, საბჭო
მოსამართლეებს სამწლიანი ვადით დანიშნავს.
მასალის გამოყენების პირობები