სურსათის ეროვნულმა სააგენტომ
საქართველოში იმპორტირებული "ქინდერის" საეჭვო პარტიები
დალუქა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს
ინსპექტირების ჯგუფებმა რეაგირება მას შემდეგ დაიწყეს, რაც
ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის (DG
SANTE) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიღებული
ახალი შეტყობინება მიიღეს. შეტყობინება ბელგიაში, Ferrero-ს მიერ
წარმოებული სხვადასხვა დასახელების შოკოლადის პროდუქტის Salmonella
Typhimurium-ით სავარაუდო დაბინძურებას შეეხებოდა.
სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა
472 კილოგრამი შემდეგი დასახელების და პარტიების
სურსათი:
KINDER SCHOKOBONS, აღწერილობა:
SCHOKOBONS KINDER SCHOKOBONS G125X16
HANGING BAG BASE,
პარტიის № L017L03/01 ვარგისიანობის
ვადა: 14.09.2022, რაოდენობა: 435კგ.
პარტიის № L038L03/01,
ვარგისიანობის ვადა: 05.10.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L245R03/01,
ვარგისიანობის ვადა: 30.04.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L266R03/01,
ვარგისიანობის ვადა: 21.05.2022, რაოდენობა: 653კგ.
პარტიის № L294R03/01,
ვარგისიანობის ვადა: 18.06.2022, რაოდენობა: 435კგ.
პარტიის № L299R03/01,
ვარგისიანობის ვადა: 23.06.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L326R03/01,
ვარგისიანობის ვადა: 20.07.2022, რაოდენობა: 218კგ.
პარტიის № L342R03/03,
ვარგისიანობის ვადა: 05.08.2022, რაოდენობა: 204 კგ.
გრძელდება იმპორტიორი კომპანიის
მიერ ბაზარზე განთავსებული კონკრეტული პარტიების მოკვლევა-აღრიცხვა,
ამოღება/გამოთხოვა, დასაწყობება.
28 აპრილს RASFF-ის სწრაფი განგაშის
სისტემით მიღებულ შეტყობინებაში მითითებული შოკოლადის პროდუქტის ერთ
შემთხვევაში ვარგისიანობის ვადად განსაზღვრულია 25.07.2022.
ინსპექტირებისას დადგინდა, რომ აღნიშნული პარტია (KINDER SORPRESA
MAXI, აღწერილობა: KINDER SORPRESA MAXI KINDER SORPRESA MAXI K2,5X12
PIECE CHRISTMAS, პარტიის № L301R03/09, ვარგისიანობის ვადა:
25.07.2022), სრულად არის რეალიზებული.
სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს,
აღნიშნული პარტიებიდან შეძენილი პროდუქცია არ
გამოიყენოს!
ევროპაში - დიდ ბრიტანეთში,
საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიასა და სხვა ქვეყნებში სალმონელას
ასობით შემთხვევა დაფიქსირდა, განსაკუთრებით 10 წლამდე ბავშვებში,
რაც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია Ferrero-ს მიერ წარმოებული
სხვადასხვა დასახელების "ქინდერის" შოკოლადის პროდუქტის Salmonella
Typhimurium-ით დაბინძურების ფაქტთან. აღნიშნულთან დაკავშირებით
განხორციელდა სურსათის სხვადასხვა ქვეყნის ბაზრიდან გამოთხოვა,
რეალიზაციის აკრძალვა და მომხმარებელთა ინფორმირება.
მასალის გამოყენების პირობები