უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო
დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24
თებერვლიდან 5 მაისის ჩათვლით, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი
ასეთია:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით, 24 900
ადამიანი
ტანკი – 1110 ერთეული
ჯავშანტექნიკა / APV – 2 686
ერთეული
საარტილერიო სისტემა – 502
ერთეული
MLRS – 171 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 83
ერთეული
თვითმფრინავი – 199
ერთეული
ვერტმფრენი – 155
ერთეული
საავტომობილო მანქანა – 1 926
ერთეული
გემი/ნავი – 11
ერთეული
უპილოტო საფრენი აპარატის
ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 324
სპეციალური აღჭურვილობა –
38
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] –
90
უკრაინის გენერალური შტაბის
განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო
მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგების
შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო
მონაცემები ასეთია:
151 თვითმფრინავი
112 ვერტმფრენი
742 უპილოტო საფრენი
აპარატი
290 საზენიტო სარაკეტო
სისტემა
2 854 ტანკი და სხვა
ჯავშანტექნიკა
329 მრავალჯერადი სარაკეტო
გამშვები
1 338 საველე არტილერია და
ნაღმმტყორცნი
2 683 სპეციალური სამხედრო
მანქანა
უკრაინაში 72 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები