უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ
ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და კანცლერი
ოლაფ შოლცი კიევში მიიწვია.
გერმანიის პრეზიდენტის
ადმინისტრაციის ცნობით, მოწვევა სატელეფონო საუბრის შემდეგ
მიიღეს.
ინფორმაციას Deutsche Welle
ავრცელებს.
აპრილში შტაინმაიერი პოლონეთის,
ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის სახელმწიფო მეთაურებთან ერთად
გეგმავდა კიევში ჩასვლას, მაგრამ ვიზიტამდე ერთი დღით ადრე მას
შეატყობინეს, რომ ზელენსკის მასთან შეხვედრა არ სურდა, წარსულში
რუსეთთან ახლო ურთიერთობების გამო. ამის შესახებ გერმანული გამოცემა
Bild წერდა.
უკრაინაში 72 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები