აშშ-ის დაზვერვა უკრაინას რუსი
გენერლების ლიკვიდაციაში ეხმარება.
ამის შესახებ New York Times წერს
აშშ-ის მაღალჩინოსნების მოწოდებულ ინფორმაციაზე
დაყრდნობით.
აშშ-ის მაღალჩინოსნებმა
დაადასტურეს, რომ შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა უკრაინულ მხარეს აშშ-ს
დაზვერვის ინფორმაცია რუსული ქვედანაყოფების შესახებ.
ამ ინფორმაციამ საშუალება მისცა
უკრაინულ ძალებს დაემიზნებინათ და მოეკლათ რუსი გენერლები ფრონტის
ხაზზე. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სამხედროებმა ამ დრომდე 12
რუსი გენერალი მოკლეს, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა უარი
თქვეს ამ რიცხვების დადასტურებაზე. ეს დახმარება ბაიდენის
ადმინისტრაციის საიდუმლოს ნაწილია.
დაზვერვის მონაცემების გაზიარება
არის შეერთებული შტატების დახმარების გაძლიერებული ნაკადის ნაწილი,
რომელიც ინფორმაციის მიწოდების გარდა მოიცავს სხვა დახმარებასაც -
მძიმე იარაღისა და ათობით მილიარდი დოლარის მიწოდებას.
უკრაინაში 71 დღეა ომია. რუსეთი
უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, თუმცა, ამ დრომდე ვერ აღწევს
მნიშვნელოვან წარმატებას. უწევს პოზიციების დათმობა და მის მიერვე
ოკუპირებული ტერიტორიების დატოვება.
მასალის გამოყენების პირობები