დიდი ბრიტანეთის დაზვერვის
ინფორმაციით, შეინიშნება ბელორუსის სახმელეთო ძალების გადაადგილება
გარნიზონიდან საწვრთნელ ველზე, თუმცა, ეს სეზონური ნორმების ფარგლებში
ჯდება, რადგანაც ზამთრის წვრთნები ბელარუსში მაისში
სრულდება.
"რუსეთი, დიდი ალბათობით,
ეცდება უფრო სერიოზულად წარმოაჩინოს საფრთხე, რომელსაც ეს წვრთნები
უკრაინისთვის წარმოადგენს და ამით უკრაინის ძალები ჩრდილოეთში
შეაჩეროს, არ მისცეს მათ დონბასში მიმდინარე ბრძოლებში ჩართვის
საშუალება", -აღნიშნავს უწყება.
საერთაშორისო მედიის ცნობით,
ფართომასშტაბიანი წვრთნების მიზანი, ბელორუსის ხელისუფლების
განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების
შემოწმებაა.
ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს
მტკიცებით, საველე წვრთნები "არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის არც
კონკრეტულად მეზობელ სახელმწიფოებს და არც მთლიანად
ევროპას''.
ბელორუსს სამხრეთით ესაზღვრება
უკრაინა, დასავლეთით – პოლონეთი, ჩრდილოდასავლეთით – ლიეტუვა და
ლატვია, ხოლო აღმოსავლეთით – რუსეთი.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე განახლებას ყოველდღიურად აქვეყნებს.
ბრიტანული დაზვერვა გუშინდელ შეფასებაში აღნიშნავდა, რომ რუსეთი,
სავარაუდოდ, აპირებს, გასცდეს იზიუმს და დაიპყროს ქალაქები –
კრამატორსკი და სევეროდონეცკი. ამ ქალაქების დაკავება კი რუსეთს
საშუალებას მისცემს, გააძლიეროს თავისი სამხედრო კონტროლი
ჩრდილო-აღმოსავლეთ დონბასში.
მასალის გამოყენების პირობები