მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის
ფარგლებში 344 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ამის შესახებ უკრაინის
ვიცეპრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
პრემიერის განმარტებით, ქალაქიდან
გამოყვანილ ადამიანებს შორის ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები არიან.
მათ შორის, მარიუპოლიდან, მანგუშიდან, ბერდიანსკიდან, ტოკმაკიდან და
ვასილევკადან.
"მადლობას ვუხდით გაეროსა
და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლებს. მადლობა
ჰუმანიტარული კოლონის თანამშრომლებს: მძღოლებსა და საგანგებო
სიტუაციების სამსახურს. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაცია
გრძელდება" -, აღნიშნავს ვერეშჩუკი სოციალურ
ქსელში.
მარიუპოლი რუსეთ-უკრაინის ომის
დაწყების დღიდან ოკუპანტი ქვეყნის სამიზნეა. რუსი ჯარისკაცები თავს
დაესხნენ მშვიდობიან მოსახლეობას, დაბომბეს ბავშვთა სახლი და
სამშობიარო, ასევე თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე
აფარებდა თავს. მარიუპოლში თითქმის სრულად განადგურებულია
ინფრასტრუქტურა, ამ დრომდე ვერ ხერხდება ჰუმანიტარული დახმარების
შეტანა. ოკუპანტები ქალაქის ტერიტორიაზე წითელი ჯვრის
წარმომადგენლებსაც არ უშვებდნენ. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ
ზელენსკის თქმით, მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში, შესაძლოა
წითელი ხაზი გახდეს.
მარიუპოლში ქარხანა "აზოვსტალი"
ფაქტობრივად რჩება ქალაქის ერთადერთ პუნქტად, რომელიც კვლავ უკრაინული
ძალების კონტროლის ქვეშაა. ქარხანა დღემდე ოკუპანტი ქვეყნის
ჯარისკაცებითაა გარშემორტყმული.
უკრაინაში 71 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები