ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აპრილის თვის
სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
მიმდინარე წლის აპრილში საქართველოში 244,293 საერთაშორისო მოგზაურის
ვიზიტი განხორციელდა, ზრდა 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით
+184.9%-ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი
2019 წლის მონაცემებთან შედარებით კი 37.7% პროცენტია.
აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტორი საქართველოში სახმელეთო გზით
შემოვიდა:
სახმელეთო - 127,068 ვიზიტორი, ზრდა 162,2%
საჰაერო - 85,469 ვიზიტორი, ზრდა 157,5%
სარკინიგზო - 1,041 ვიზიტორი, ზრდა 339,2%
საზღვაო - 1,066 ვიზიტორი, ზრდა 66,8%.
2022 წლის 4 თვეში ჯამში საქართველოში 820 796 ტურისტი ჩამოვიდა, ზრდა
2021 წლის იანვარი-აპრილის პერიოდთან შედარებით +272.3%-ია, ხოლო 2019
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.2 პროცენტი აღდგენილია.
წელს 4 თვეში საქართველოში 642,343 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი
განხორციელდა, ეს მონაცემი +233.9 პროცენტით მეტია 2021 წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის იანვარი-აპრილის
პერიოდის საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 52.2 % აღდგენილია.
პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან საერთაშორისო ფრენები
თითქმის ერთი წელი აკრძალული იყო.
მასალის გამოყენების პირობები