უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ
ზელენსკი, თავის ღამის გამოსვლაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის
სერგი ლავროვის განცხადებებს გამოეხმაურა.
სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ
ჰიტლერს "ებრაული სისხლი" ჰქონდა და რომ "ყველაზე მხურვალე
ანტისემიტები თავად ებრაელები არიან".
ზელენსკის შეფასებით, ლავროვის
განცხადებები "შემთხვევითი არ არის", არც ის არის "შემთხვევითი, რომ
რუსი ოკუპანტები ქმნიან ეგრეთ წოდებულ ფილტრაციის ბანაკებს უკრაინის
მიწაზე, სადაც ათასობით უკრაინელი შეჰყავთ. "იქ ადამიანებს
კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ" - ამბობს
ზელენსკი.
"ამისთვის სრულიად უნდა
უარვყოთ (საბჭოთა კავშირის) ნაციზმზე გამარჯვების მორალი და
მიღწევები. რუსეთმა დაივიწყა მეორე მსოფლიო ომის ყველა გაკვეთილი, ან
იქნებ არასოდეს უსწავლია ეს გაკვეთილები?!" - თქვა უკრაინის
პრეზიდენტმა.
უკრაინაში 69 დღე ომია. რუსი
ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრნენ. მათ
განადგურეს ასობით დასახლებული პუნქტი და მოკლეს ათასობით
ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები