უკრაინის გენერალური პროკურატურის
ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან
220 ბავშვი მოკლეს.
"ოფიციალური მონაცემებით,
დაიღუპა 220 ბავშვი და დაშავდა 406. ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო,
რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ
ტერიტორიებზე, აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე", -
წერს უწყება.
ყველაზე მეტი მსხვერპლი ბავშვებს
შორის არის დონეცკის რეგიონში - 139, კიევში - 115, ხარკოვში - 95,
ჩერნიგოვს - 68, ხერსონში - 45, ნიკოლაევს - 43, ლუგანსკში - 37,
ზაპოროჟიეში - 27, სუმი - 17, კიევში - 16, ჟიტომირში -
15.
უწყების ცნობით, 2 მაისს ოდესაში
რუსული არმიის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 14 წლის ბიჭი დაიღუპა და
17 წლის გოგონა დაშავდა.
უკრაინაში 69 დღეა
ომია.
რუსეთი სუვერენულ უკრაინას თავს 24
თებერვალს დაესხა. რუსულმა არმიამ მოკლა ათასობით მშვიდობიანი
მოქალაქე, მიწასთან გაასწორა ქალაქები და დასახლებული
პუნქტები.
მასალის გამოყენების პირობები