"კონკურენციის სააგენტო საწვავზე
ფასის მატებას შეისწავლის" - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბევრმა იმპორტიორმა
იაფფასიანი საწვავი შემოიტანა ქვეყანაში, თუმცა, ეს ჯერ ფასებზე არ
ასახულა.
,,ჩვენ მივმართეთ
კონკურენციის სააგენტოს და ის 15 მაისამდე შუალედურ დასკვნას დადებს.
ამის შემდეგ, მთავრობა შესაბამისად მოიქცევა. წინასწარ არაფერს
ვამტკიცებთ, მონიტორინგი რომ იქნება, შემდეგ ვიმოქმედებთ'',
- თქვა პრემიერმა.
საწვავზე ფასი ბოლო რამდენიმე
კვირაა რეკორდულად გაიზარდა, რასაც მოსახლეობის პროტესტი
მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები